ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 17 ივლისს მალაიზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავის მგზავრთა და ეკიპაჟის წევრთა ტრაგიკული  დაღუპვის გამო.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული რეისით მგზავრობდენ ავსტრალიის დედაქალაქში დაგეგმილი შიდსის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის დელეგატები.

სამდივნო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და კოლეგებს.

 

ვეყნის საკოორდინაციო საბჭო აცხადებს განაცხადთა მიღებას

აღმასრულებელი მდივნის/ტექნიკური მრჩევლის პოზიციაზე.

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადა: 2014 წლის 13 ივლისი

გთხოვთ იხილოთ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.

დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა გახსნეს. წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენცია სლოგანით “გამოავლინე სამი მილიონი” მიმდინარეობდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის მიღწევებისა და ამჟამინდელი გამოწვევების თაობაზე. კონფერენციის მონაწილეები საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით არსებულ ვითარებასა დაამ მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე მსჯელობდნენ. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში მონაწილე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: http://www.moh.gov.ge

ჯაკარტა, ინდონეზია, 2014 წლის 6-7 მარტი

გლობალური ფონდის გამგეობის 31-ე სხდომა გაიმართა 2014 წლის 6-7 მარტს, ჯაკარტაში, ინდონეზიაში.

წყარო: http://www.theglobalfund.org

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.theglobalfund.org/en/board/meetings/thirtyfirst/