ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2018 წლის 11 ივლისს დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაიმართა შეხვედრა ტუბერკულოზის სამოქალაქო საზოგადოების, ძირითადი დაზარალებული ჯგუფების წარმომადგენლებთან გლობალურ ფონდში წარსადგენი ტბ პროგრამის გაგრძელების მოთხოვნის განაცხადის განხილვის მიზნით.

 

2018 წლის 11 ივლისს დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაიმართა შეხვედრა აივ-ის  სამოქალაქო საზოგადოების, ძირითადი  დაზარალებული ჯგუფების წარმომადგენლებთან, აივ-ინფიცირებულ პირებთან გლობალურ ფონდში წარსადგენი აივ პროგრამის გაგრძელების მოთხოვნის განაცხადის განხილვის მიზნით.

 

პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის სამოქალაქო საზოგადოების გაფართოებული წარმომადგენლობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში 2018 წლის 2 ივლისს გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას შეთანხმდა აივ და ტუბერკულოზის პროგრამებს შორის გლობალური ფონდის 2017-2019 წლების ალოკაციის პერიოდისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის გაყოფის საკითხი.

 

2018 წლის 26 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში  პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის რიგით მე-15 შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა და შეთანხმდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის  ეროვნული სტრატეგიული გეგმების საბოლოო ვერსიები. გაიმართა მსჯელობა  აივ -ის და ტუბერკულოზის პროგრამებს შორის ბიუჯეტის გაყოფასთან და ქსს ევოლუციის საკითხებთან დაკავშირებით.