ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2018 წლის 16 იანვარს ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში გაიმართა საზედამხედველო კომიტეტის შეხვედრა. შეხვედრის ამოცანა იყო გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მხარდაჭერა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების ღონისძიებების უზრუნველყოფა“ მიმდინარეობის მიმოხილვა და დამყოლობის მხარდამჭერი მიდგომებთან ჰარმონიზაციის შესახებ ინფორმაციის შეკრება.

 

2017 წლის 24 ნოემბერს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 88- სხდომა გაიმართა.

სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსი, გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესი , ქსს-ს გარდამავალი გეგმის სამუშაო ვერსიის მონახაზი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომის მსვლელობისას პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ წარადგინა ახალი ინიციატივა სახელწოდებით „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში“.


 

 

2017 წლის 25 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის 2017 წლის მეორე კვარტალის დეშბორდები.

 

გლობალური ფონდის ალოკაციის წერილის საპასუხოდ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ წამოიწყო გლობალურ ფონდში წარსადგენი ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების გაგრძელების მოთხოვნის შემუშავების პროცესის კოორდინირება.

ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილ პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტს მიენიჭა განაცხადების მზადების პლატფორმის როლი. ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აფართოვებს  პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობას.

საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას სამუშაო პროცესში.

გთხოვთ გამოაგზავნოთ განცხადება კომიტეტში წევრის სტატუსის ჩართვის თაობაზე სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin.ccm@caucasus.net (ასლი: secretary@ccm.caucasus.net) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 სექტემბრისა.