ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2016 წლის მარტში საქართველოს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტი ჩამოაყალიბა, შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების გლობალური ფონდის დაფინანსებიდან ადგილობივ დაფინანსებაზე შეუფერხებელი გადასვლის მხარდაჭერის მიზნით.

კომიტეტი არ წარმოადგენს  გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს და მას გარდამავალი გეგმის შემუშავებისას ტექნიკური და საკონსულტაციო როლი  ეკისრება.

კომიტეტის მთავარი ფუნქციაა მდგრადობის/გარდამავალი პერიოდის გეგმის შემუშავების და განხორციელების პროცესის წარმართვა შემდეგი არსებითი ასპექტების გათვალისწინებით:

•           ეროვნული ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობისა და მასზე ზეგავლენისთვის სტრატეგიული ფისკალური სივრცის შესწავლა. ასევე იმ სტრატეგიული ინფორმაციის იდენტიფიცირება, რაც აუცილებელია გარდამავალ ეტაპზე და მის შემდგომ პერიოდში ფოკუსირებული ინვესტირებისთვის.

•           ადვოკატირება საკანონმდებლო და ნორმატიული გარემოს გაუმჯობესებისათვის პრევენციისა და მკურნალობის მიწოდების გაუმჯობესებული მხარდაჭერის მიზნით.

•           დაავადებული პირების და ძირითადი დაზარალებული ჯგუფების, ასევე სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებისა და ქსელების დაგეგმვის და გადაწყვეტიების მიღების პროცესებში მზარდი ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება და მხარდაჭერა.

•           ტუბერკულოზისა და აივ-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო ძირითადი მედიკამენტების და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროდუქტების უწყვეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შესყიდვებთან და მარაგებთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავება და დანერგვა.

კომიტეტი შედგება 16 წევრისგან. მათ გააჩნიათ სხვადასხვა სფეროებში ექსპერტული ცოდნა და წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორებს, როგორიცაა სათემო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისი არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები, პაციენტები, სამთავრობო უწყებები.

2016 წლის 24 მარტს საქართველოს პარლამენტმა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტთან თანამშრომლობით  უმასპინძლა ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას.

მეტი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ:

http://www.parliament.ge/en/saparlamento-saqmianoba/komitetebi/djanmrtelobis-dacvisa-da-socialur-sakitxta-komiteti-149/axali-ambebi-jandacva/saqartvelos-parlamentshi-tuberkulozis-msoflio-dgisadmi-midzgvnili-gonisdzieba-gaimarta.page

2016 წლის 22 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე” ორგანიზებით თბილისში ტუბერკულოზის მე-5 რეგიონული სიმპოზიუმი გაიხსნა.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2678

2016 წლის 9 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 82- სხდომა გაიმართა.

სხდომის მსვლელობისას მოხდა მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება დაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში შიდსისა და ტუნერკულზოს პროგრამბეს შორის დაფინენსების გადანაწილების გადახედვის თაობაზე, წარდგენილ იქნა საზედამხედველო კომიტეტის ანგარიში და გრანტების განხორციელების ჩარჩო, დამტკიცდა პოლიტიკისა და ადვოკატირების კომიტეტის შემადგენლობა,  ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის წარმომადგენლის მიერ აუდიტორიას წარედგინა გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამის „ზიანის შემცირება მუშაობს – დააფინანსეთ! „ განხორციელების სტატუსი და ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსების პერსპექტივა გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით. განხილულ იქნა გლობალური ფონდის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.