ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2015 წლის 9 ივლისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-80 სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი დავით სერგეენკო.

სხდომის მსვლელობისას მოხდა გლობალური ფონდში წარსადგენი ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტის და საქართველოს ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 2016-2020 წწ დამტკიცება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საბჭოს განახლების შესახებ განახლების კალენდარის მიხედვით. განხილულ იქნა გლობალური ფონდის დაფინანსებული პროექტების განხორციელების მიმდინარე სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2015 წლის 6 ივლისს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საზედახედველო კომიტეტის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის მე-4 პერიოდის (2015 წლის 1 იანვარი – 2015 წლის 31 მარტი) საზედამხედველო ჩარჩო. შეხვედრის დროს განხილულ იქნა გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარე სტატუსი.

2015 წლის 24 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან ერთად გამართა ერთობლივი კონფერენცია თემაზე: „საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014″.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2449

 

2015 წლის 19 ივნისს, URC-ის ოფისში გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მსვლელობისას მოხდა ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტის პრიორიტეტებზე მსჯელობა და იმ სფეროების იდენტიფიცირება, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.