ივლისი 2024
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
« ივლ    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივები

2014 წლის 25 სექტემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 74-ე სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნი თამარ გაბუნია.

სხდომის მსვლელობისას მოხდა გლობალური ფონდის მოთხოვნებთან თანხვედრის გეგმის და სამუშაო გეგმის დამტკიცება.

სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2014 წლის 19 სექტემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 73-ე სხდომა გაიმართა.

სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი დავით სერგეენკო.

სხდომის მსვლელობისას მოხდა საფრანგეთის 5% ინიციატივის ტექნიკური დახმარებით განხორციელებული საბჭოს გლობალური ფონდის მოთხოვნებთან თანხვედრის და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების წარდგენა. საბჭოს წევრების მიერ მოხდა თვით-შეფასების შედეგების დამტკიცება.

სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

2014  წლის  1 დეკემბერს ექსპო-ჯორჯიაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა და სს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფთან (PTF) ერთად შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში  ერთობლივად   ჩაატარა შიდსის  მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია სლოგანით:

0 აივ ინფექციის ახალი შემთხვევა

0 შიდსით გამოწვეული სიკვდილობის შემთხვევა

0 აივ – ასოცირებული დისკრიმინაცია

მონრო, შვეიცარია,  2014 წლის 20-21 ნოემბერი

გლობალური ფონდის გამგეობის 32-ე სხდომა გაიმართა 2014 წლის 20-21 ნოემბერს მონროში, შვეიცარიაში.

წყარო: http://www.theglobalfund.org

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.theglobalfund.org/en/board/meetings/thirtysecond/