ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აგრძელებს გლობალურ ფონდში წარსადგენ ტუბერკულოზის კონცეფციის დოკუმენტის შემუშავების პროცესის კოორდინირებას.
განაცხადი ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმში მზადდება.
სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი. ტუბერკულოზის განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა- 2015 წლის 15 ივლისი.
საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას სამუშაო პროცესში.
ჯგუფების შეხვედრები ღიაა და მასზე დასწრება შესაძლებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
დეტალური ინფორმაცია გლობალური ფონდის დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.theglobalfund.org/en/fundingmodel/
შეკითხვებით და დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით გთხოვთ მიმართოთ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს:
ირინა გრძელიძე, აღმასრულებელი მდივანი. secretary@ccm.caucasus.net ტელ: 51 00 11 (0615);
ნათია ხონელიძე, ადმინისტრაციული ასისტენტი. admin.ccm@caucasus.net. ტელ: 51 00 11 (0616)