2015 წლის 23 სექტემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის პირველი შეხვედრა . ჯგუფი შექმნილია საბჭოს 2015 წლის 28 მაისის, # 79 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე. ჯგუფის ძირითადი მიზანია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების კოორდინირება და მათი ქვეყანაში დანერგვის ხელშეწყობა. ჯგუფში გაერთიანებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამნეტის,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ტუბერკულოზით დაავადებული ყოფილი პაციენტი. პირველი სხდომა მიეძღვნა ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების მიმოხილვას.
ჯგუფის მუშაობა ღიაა და დაინტერესებულ მხარეებს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admin.ccm@caucasus.net და secretary@ccm.caucasus.net