2016 წლის 22 აგვისტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ქვეყანაში ტუბერკულოზის სფეროში კლინიკური კვლევების კოორდინაციის ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე კვლევების შესახებ განახლებული სტატუსის წარდგენა.