2017 წლის 23 მარტს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები ტუბერკულოზის დარგში ახალი სამკურნალო და დიაგნოსტიკური საშუალებების, ასევე მეცნიერების კუთხით საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილების და უახლესი ტენდენციების შესახებ.