გლობალური ფონდის ალოკაციის წერილის საპასუხოდ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭომ წამოიწყო გლობალურ ფონდში წარსადგენი ტუბერკულოზის და აივ/შიდსის პროგრამების გაგრძელების მოთხოვნის შემუშავების პროცესის კოორდინირება.
ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილ პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტს მიენიჭა განაცხადების მზადების პლატფორმის როლი. ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობისა და დიალოგის რეჟიმის უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო აფართოვებს პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობას.
საკოორდინაციო საბჭო მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი დაზარალებული მოსახლეობის ჩართვას სამუშაო პროცესში.
გთხოვთ გამოაგზავნოთ განცხადება კომიტეტში წევრის სტატუსის ჩართვის თაობაზე სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin.ccm@caucasus.net (ასლი: secretary@ccm.caucasus.net) არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 სექტემბრისა.