2018 წლის 9 თებერვალს საქართელოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 89-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას განხილულ იქნა ინფორმაცია გლობალური ფონდის გრანტების მიმდინარეობის სტატუსის, გლობალურ ფონდში წარსადგენი განაცხადების მზადების პროცესის შესახებ, რეპროგრამირების წინადადებები, საზედამხედველო კომიტეტის ანგარიში, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.