2018 წლის 26 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში პოლიტიკისა და ადვოკატირების საკონსულტაციო კომიტეტის რიგით მე-15 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა და შეთანხმდა აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიული გეგმების საბოლოო ვერსიები. გაიმართა მსჯელობა აივ -ის და ტუბერკულოზის პროგრამებს შორის ბიუჯეტის გაყოფასთან და ქსს ევოლუციის საკითხებთან დაკავშირებით.