2019 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 94-ე სხდომა გაიმართა.
სხდომის მსვლელობისას წარდგენილ და განხილულ იქნა
გლობალური ფონდის ტბ და აივ/შიდსის გრანტების მიმდინარეობა, ინფორმაცია გლობალური ფონდის დაფინანსების
შევსების შესახებ, დაფინანსების ახალი სტრატეგიული ციკლი, გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სახელმწიფო
დაფინანსებაზე გადასვლის და ვალდებულებების გადაბარების საკითხები,
ანგარიში საზედამხედველო აქტივობების შესახებ, საქართველოში მიმდინარე
აივ/შიდსის საპასუხო ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი საკთხები.