2014 წლის 19 სექტემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს რიგით 73-ე სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, ბ-ნი დავით სერგეენკო.
სხდომის მსვლელობისას მოხდა საფრანგეთის 5% ინიციატივის ტექნიკური დახმარებით განხორციელებული საბჭოს გლობალური ფონდის მოთხოვნებთან თანხვედრის და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების წარდგენა. საბჭოს წევრების მიერ მოხდა თვით-შეფასების შედეგების დამტკიცება.
სხდომაზე განხილულ იქნა გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.